Google drive არის ელექტრონული საცავი (ე.წ "ღრუბლოვანი საცავი") რომელიც საშუალებას გვაძლევს შევნახოთ ჩვენი ფაილები მოშორებულ სერვერზე. მასზე წვდომა ინტერნეტის საშუალებით შეგვიძლია,
ის ეფექტური საშუალებაა ფაილების შენახვა გაზიარებისთვის. ამ ბლოგზე გადმოსაწერი ფაილები უმეტესად განთავსებულია Google drive-ს საცავზე, ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნიე რომ მოკლედ განვმარტო თუ როგორ გადმოვწეროთ ფაილი Google drive-დან.
როდესაც გაიხსნება Google drive-ს ფანჯარა სადაც გადმოსაწერი ფაილია მოთავსებული მაუსის მიმთითებელი უნდა მივიტანოთ ქვემოთ მიმართულ ისართად და მასზე ერთხელ დავაწკაპუნოთ, ფაილი ჩამოიტვირთება ჩვენს კომპიუტერში.
No comments:
Post a Comment